პოეზია · ლირიკა
* * * მელანქოლია სულის სენია
ნანას
მელანქოლია სულის სენია,მე მეუფლება მელანქოლია.ახლა, ეს გული როცა სენია,ვგრძნობ, რა კარგი გული მქონია.
შენ კი ქედმაღლობ ყველა ქალივით,გაქვს სიჯიუტე გამოგონილი,მიქრება სული - მალანქოლიითგატელილი და ამოქოლილი...
და მალანდება და გელოდები,გულს მაინც კიდევ რაღაც ჰგონია,და იმედიან მელოდიებისდინებით დევნის მელანქოლიას.