↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოჰ, ვით გვემტყუნვა

ჭავჭავაძე ალექსანდრე

2012-09-121 წთ საკითხავი3221 ნახვა

—
ოჰ, ვით გვემტყუნვასოფლისა ბრუნვა!..წაგვიხდა ზრუნვა
მბუდარე გულსა!ამად ვჰსტირთ წყლულსაარ დაფარულსა...
ვჭმუნავთ ბედ-მწირნი.გვხვევიან ჭირნიფოთოლთ უხშირნი!
დავიდნენ მთენნიშარავანდთ მფენნიაწ იგი მზენი.
ჰფარვიან ღრუბელს,ავდრის საგუბელს,წყვდიადსა და ბნელს.
ვსჭმუნავთ ბედ-მწირნი,გვხვევიან ჭირნიფოთოლთ უხშირნი!
შებრყვილულს გულსაცრემლით ვბანთ წყლულსა.ესრეთ მორწყულსა
მოჰსდის სამყოფისევდის ნაყოფი,გონების მყოფი.
ვჭმუნავთ ბედ-მწირნი,გვხვევიან ჭირნიფოთოლთ უხშირნი...

ჭავჭავაძე ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი