↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიველ წალკოტს სანუგეშოთ

ჭავჭავაძე ალექსანდრე

2012-09-121 წთ საკითხავი3219 ნახვა

—
მიველ წალკოტს სანუგეშოთ, გლახ ჩემს გულს სევდა ესია!ვნახე სატრფო ფერ მიხდილი, მითხრეს, შენია ეს ია.უძღვენ საუნჯე ურიცხვი, აღთქმით მივეცი ეს სია,მაგრამ დამაგდო მტირალი, თურმე სოფელი ესია!
კაეშანი გარს მომერტყა, დამიბნელდა გონებანი,წარხდა ყოველი ჩემთვისა, რაიც მქონდა ქონებანი.უსასტიკესად დამსაჯა, არ მიიღო მონებანიდამსვა ბნელსშიგან სამყოფსა სამარეს უარესია.
განმცვიფრდა შმაგი გონება, ვსთქვი რა შეგცოდე, ასე რა?სევდის ისარი, მაწვია, მან გული ჩემი ასერა;არ განმიკითხა მცირედი, სიკვდილს მოველი ასერა,ამა ვაებით სიცოცხლეს სიკვდილი უმჯობესია!

ჭავჭავაძე ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი