პოეზია · ლირიკა
მეგრულ ფერხულზე
ამა ველს - ნოხს მწვანესშვენის რაბამადტურფათა, ქალყრმათაროკვა ერთბამად.
ამოს თქმით, ტკბილის ჰხმითვითა მღერიან;ალვანი მოძრავნივით ირხევიან.
ურთიერთ მპყრობნი ხელთწამოსვლად ჯაჭვად,ხან წყნარად, ხან ჩქარადცეკვობენ რგვილად.
იებად, ზამბახადდა სოსან ვარდადვსჭვრიტოთ ვით ღვივიანფერად ფერადად.
იხარეთ, იხარეთჰე, ბედნიერნო,მიწისა ძლიერისშვილნო ძლიერნო!
შევსწიროთ მადლობამადლსა უფლისასდა ყოვლსა მიზეზსაამ განცხრომისას.