↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაისის ვარდმან

ჭავჭავაძე ალექსანდრე

2012-09-121 წთ საკითხავი3223 ნახვა

—
მაისის ვარდმან ფურჩვნილმან,ბეზეკმან მწვანით მკობილმან,ბულბული ათრო სუნითა, -რა ქნას აშიკმან თრობილმან?
მოსთქვამს: ამაყო და ზვაო,შეუბრალეო, გულქვაო!ხელი რად უფრო მახელე,ოჰ, ჭირზე ჭირის დამრთაო!
სისხლითა ჩემით ღებულო,ქვეყანად ამით ქებულო,ესე რა მიქმენ უმადლოვ,ოჰ, ვარდო, ლმობა კლებულო!
მარქვ, ეკლოსანობ ასე რად,თუ არ გულისა სასერად!უწყალოვ, რაზომცა ვსტირი,ცრემლი ჩემი გჩანს სამღერად.
ვარდმან მიუგო ღიმილით:მებრალვი გულის ტკივილით!მაგრამ აშიკი ჰხამს იყოსხან მღერით და ხან ტირილით.
შეიმცერ ცრემლთა მრავლობა,და ვალალებით გალობა!ნიავმან გბეროს, გაგიქროს -თუმც არ სახმილი, - მთვრალობა!

ჭავჭავაძე ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი