↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისე უბრალოდ, როგორც მუხრანზე

ტაბიძე ტიციან

2016-09-121 წთ საკითხავი10764 ნახვა

—
ისე უბრალოდ, როგორც მუხრანზეგაზაფხულისთვის მოდის ბალახი;ისე უბრალოდ, როგორც არაგვზეალაპლაპდება მზეზე კალმახი;
ისე უბრალოდ, როგორც მერცხალიდაუბრუნდება შარშანდელ ბუდეს;ისე უბრალოდ, როგორც ფშაველ ბიჭსდილის ცისკარი სასთუმლად უდევს.
ისე უბრალოდ, როგორც ნაგაზისდარაჯობს ფარეხს და ცხვარის ფარას,როგორც დაწვება ნისლი მყინვარზედა ბრდღვიალა თერგს კალთით დაფარავს.
ისე უბრალო და ისე სადა,როგორც ურმული გუთნის დედისა,როგორც გადიას დაკრული ქადა -ხმა მშობლიური მე დღეს მეღირსა.
ისე უბრალოდ მინდა ვუმღეროჩემ განახლებულ მშობლიურ მიწას;ლომისთვის იყო ის წილნაყარი,ეხლაც სამშობლოს მარჯვენას იცავს!
15 სექტემბერი, 1937 წ.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი