↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ამ ქუჩის ბოლო

ნიშნიანიძე შოთა

2016-09-121 წთ საკითხავი24953 ნახვა

—
ამ ქუჩის ბოლოს,ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს,რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,მათი შვილების პატარაობას, ათას უბრალო წვრილმანს.ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები სხედან,წიგნი... საქსოვი... ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას.ამ ქუჩის ბოლოს,ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო.მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო...
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი