პოეზია · ლირიკა
* * * ბაღს აუშლია ნორჩი კვირტები
ბაღს აუშლია ნორჩი კვირტები,შეუმოსია ტყეს მწვანედ ტანი,წყნარი ღუღუნი ისმის გვრიტებისდა სდუმან მთანი.
მზე მოკაშკაშე მოწმენდილ ციდანღვრის ელვარებით ციმციმა სხივებს.ნაკადი ლაღად ჩამორბის კლდიდან,ბალახებს შორის ნაზად ლივლივებს.
მე ტყის სიღრმეში დავდივარ ფრთხილად,ნელი ნაბიჯით, ვით ჩუმი ლანდი,ჩირგვში ბულბული კისკისებს ტკბილადდა რეკავს ჰანგი.
შორს ჩემს ოცნებას იტაცებს მთებიიდუმალებით, ვით ცა მაღალი,მე გაზაფხულის მშვენებით ვთვრები,ბუნების ძე და შთამომავალი!..