პოეზია · ლირიკა
ღრუბელი ლურჯ ცაზე
ღრუბელი ლურჯ ცაზემე რას არ მაგონებს,ის ცოცხალ არსებასჰგავს უფრო, მგონია!ღრუბელი ხან კაცისხატებას ატარებს,ხან ფაფარაყრილიმძვინვარე ლომია.მე ვხედავ, ღრუბლებშიგოგონა ქოლგას შლის,უკან კი მიყვებამას ძაღლი ბროლია,ვიღაცა სივრცეშიყალიონს აბოლებს,ყალიონს ეწევადა ნისლის ბოლია.ღრუბელი ათასგვარსახეებს ღებულობს,ღრუბელი მუდამ ჟამსგანცდების ზღვარშია,სულ მიდის და მოდის,ბინა კი არსად აქვს,საბრალო ღრუბელი,ყოველთვის გზაშია!