პოეზია · ლირიკა
ჩემი ნობათი
როდესაც მოვკვდე, სამარადჟამოდწუთისოფლიდან გადავიბარგო,ამას გთხოვ მხოლოდ _ ეს მცირე შრომაშემინახო და არ დამიკარგო.რა მაბადია, რომ გიანდერძომე სხვა სიმდიდრე ამ წიგნის მეტი,ნუ დამიტოვებ მას უთვისტომოდ,გებარებოდეს იმისი ბედი.არ დამებინდოს ლექსი ნათელი,სიტყვა უბრალო, წმინდა და თეთრი,აბჯარზე დაკრულ ბასრი ხმალივითდე, წკრიალებდეს რითმები მკვეთრი.გზა არ აებნეს ლაბირინთებში,სწორად მიჰქროდეს, როგორც ისარი,მისთვისაც, ალბათ, აღმობრწყინდებადანისლულ ცაზე დილის ცისკარი.დუმილის ზღვაში ვერვინ ჩაძირავსწრფელ აზრებს, გრძნობებს _მსუბუქფრთიანებს,თავისუფლება უყვარდათ მუდამდა ეყვარებათ ადამიანებს...ეცადე, ჩაწვდე ცხოვრების გზაზეამ სიმღერათა უცნობ სამყაროს,რომ ჩემი ლექსის მიმცხრალი შუქიშენმა ხელებმა შორს გადაღვაროს!