↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაბრუნდება ქედიდან ბათუმში

იოსელიანი შალვა

2026-07-181 წთ საკითხავი390 ნახვა

—
ზეცა ღრუბლებმა შეამტვრიეს,დააწვათ ჩრდილი ვიწრო ფშიარებს,ვბრუნდები გრძნობის მემატიანედა გზებზე ფიქრებს მოვაშრიალებ.
აღმართულია ტრფობის შენობა,ვბრუნდები უკან, როგორც არსენა,რა ვუყოთ, იქაც მე უშენობამდა სიყვარულმა არ მომასვენა.
თურმე რამდენი ძალა გვქონია,კაცმა გრძნობა რომ ასე ასწიო,გავცქერი გზას და ასე მგონია,თითქო შენამდე ვერ მოვაღწიო.
დღეს მეთექვსმეტე დღეა მაისის,გულში მაისის ვარდი იშლება,ამ ფირფიტაზე ჩემი ხმა ისმის,შენ რომ გიყვარდა გასაგიჟებლად.
იოსელიანი შალვა

იოსელიანი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი