პოეზია · ლირიკა
ცხმორისის ღამე
კლდეებს ღრუბელი შეომებია,შორს, მწვერვალებზე ენთება ალი,ძირს თვალუწვდენი ხეობებიადა მოწყვეტილი აჭარისწყალი.
ქარი ხან გაშლის ღრუბლებს ლილიანს,ხან კრიალა ცას შეამტვრიანებს..ამ მაღალ მთებში ხშირად მივლიაგმირულ დღეების მემატიანეს.
საღამოვდება და დახრილ მზეზეგრძნობები იწვის მკრთალი ალივით,და ჩემი ლანდი მთის განივებზედგას დამწუხრებულ ჰანიბალივით.
დადგება ღამე,კარებთან მდგარ ხესაუთრთოლდება ტანი მაშხალითდა სურათებში ჩარჩენილ სახესშემოეხვევა ბინდის თავშალი.
მთებია ისევ გაშლილი ირგვლივდა სახეების ცვლილებებს ვებრძვი,წინ მიდევს ტრფობის გაშლილი წიგნიდა ვფურცლავ, ვფურცლავ დაუსრულებლივ.
მთებს ქარავნებმა გადაუარეს,დიდი ხანია, ძილის დროც არი,და მე კლდეებთან ვდგევარ მდუმარე,როგორც ფიქრების ხუროთმოძღვარი.