პოეზია · ლირიკა
აჭარული პეიზაჟი
წუხელ თითქმის აღარ წვიმდა,თუმც ჭალებზე ნისლი წევს,მხრები თეთრად შეუბრწყინდათპერანგას და თაგოს მთებს.როგორ ღელავს ციხისძირთან,რა მრისხანე ზღვაა დღეს!
ზოგჯერ ღმუის კლდის ნაპირთან,ზოგჯერ იავნანაობს,ხან ფოთლებში დგება ჩრდილად,ხან ტოტებში ქანაობს,რა ლამაზად დათოვლილაპალმის ნაზი მარაო!
ტოტთან ქარი შესარხევადსიმღერებით მივიდა,მთის და კლდეთა მოსალხენადხევში გაიჯირითა!თითქოს უკრავს ქოჩახელაჭიბონს ხიხაძირიდან.
თოვს, ფიფქები ფრთაფარფატამკერდს გაცვივა ვარდებად,პალმა ტოტებს ათამაშებსთოვლის ფარშევანგებად,კართან დგება თებერვალი _“ხეში წყალი ჩადგება”..
ფორთოხალი ტოტებს გაშლის,დასკდებიან კვირტებიდა ისევე, როგორც ბავშვი,იით დაიტვირთები.სიყვარულის საბუდარშიჩაფრინდება გვრიტები.
პერანგაზე იერიშითმზე იშიშვლებს ოქროს ხმალს,გადამარცვლავს ვინმე ძილშისალამურის სავსე ხმას,მალე ისევ პალმის ძირშიგესვრის მწიფე ფორთოხალს.
აღარა თოვს, ველზე ბინდადგამჭირვალე ნისლი წევს,ცხრათვალა მზე დააბრწყინდაპერანგას და თაგოს მთებს,არც ზღვა ღმუის ციხისძირთან,არც მრისხანე ზღვაა დღეს.