პოეზია · ლირიკა
ჭოროხი
გადმოჰყოლია მთებიდან ქუხილს,ვინ შეზღუდავდა ტალღებს დელგმიანს, _გაუკაფია გზა დევის მუხლით,გზადაგზა კლდენი დაუნგრევია.წყალს დაუფარავს ხმელეთი ლამის,წამოუღია მიწა ერთიან,მოუძებნია შავი ზღვა მაინცდა კახაბერთან კიდეც შერთვია.აღსდექ! მომძახის ჭოროხი ღელვით,ყრმაო, შენ შენი ძალა გასცადე!თუკი საკუთარ გზას არ მიჰყევი,როგორ მიაღწევ გულის საწადელს?!აი, ეს არის მართლაც მთავარი _სიყვარული და ნაღდი ხარება,სამშობლოსადმი ლტოლვა ამგვარიდა ჭოროხივით გამქუხარება.