პოეზია · ლირიკა
მზეო, მზეო, დამილოცე
(სიმღერა)
განახლებულ ქართლის გულშიმხრებს ისწორებს ნარიყალა,ირგვლივ მთები შუბოსნებიდაჰყურებენ თბილის-ქალაქს.
და მთაწმინდაც ცის ლაჟვარდში,მზის ღიმილში გარინდულა,მარადიულ სილამაზისდა ოცნების თაიგულად.
მოდის მტკვარი, მოდის მტკვარი,ყველასათვის სანუკვარი.მწვერვალს ორბი გადმოევლო,კამარას ჰკრავს და მოჰკივის,ნისლი ხრამში გდია თითქოს,ამირანის ბორკილივით.
დგას ამაყად, თასით ხელში,გულმოწყალე ქართლის დედა,მზეო, მზეო, დამილოცესაქართველოს უკვდავება.
სად არ ვიყავ, სად არ ვვლიდი,მე სიცოცხლედ თბილისს ვთვლიდი,ვის უნახავს ქვეყანაზესხვა ამგვარი მარგალიტი.