↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყრმობის გახსენება

მელია იაკობ

2026-07-181 წთ საკითხავი757 ნახვა

—
მივდევ ალვის ხეებს,ჩირაღდნებს რომ ჰგვანან,ჰა, აბაშის წყალი,ჰა, პატარა ზანა.ეს ხოხობი ნეტავამდენს როგორ ბედავს,მონადირე ვარ დაგამიჩინა ელდა.დახტის, დაგოგმანობს,თავს იწონებს უკვე.კურკანტელას ეძებს,ჯაგებს დარუკრუკებს.ცოდო არი, ცოდო,ვერ მოვუშლი ტრიალს,მადლი სილამაზისისე შვენის ტრიალს.გამოვყვები ბილიკს,თოფის ლულას დავხრი,ჭალებიდან ისევგამოვდევნი ნახირს.ყველას საკუთარიგასჩენია საქმე,სარეკელა სოფლისამბავსაფრქვევს,აფრქვევს.ნაჩალარში ქარიმიდის-მოდის შფოთით,საწნახელში დგებაშემოდგომა ლოთი.სადღაც დედის ნაპოვნნედლს და კვიჟი ტაროს,მივაფიცხებ ღველფს დაკვლავ ბავშვივით ვხარობ.რა ვუწოდო ამასსიყვარულის გარდა,ცვარში გალუმპვიადედას კაბის კალთა.ბინდი ავსებს შუკებს,შლის თანდათან გზასაც,მოაბიჯებს ღამეოჩოკოჩის მსგავსად.ო, ტკბილი ხართ, ტკბილი,ყრმობის მთა-ველებო,ჭალებო და ტყეო,ჩემო საყვარლებო!
მელია იაკობ

მელია იაკობ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი