↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უშველეთ საქართველოს

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9868 ნახვა

—
რაა მასზე გულდამწყვეტი,მეტეხო და დიღმის ველო,მიდიოდე და ფიქრობდე -ეს არ არის საქართველო.გალაკტიონი
უშველეთ საქართველოს,ბრძოლებით დაღლილს და დაქანცულს,უშველეთ საქართველოს,მოუსყიდველ და ამაყ სულს...
უშველეთ,უშველეთ!თითს მისკენ იშვერენ,
სწყურიათ მისი მიწაც და ჰაერიც,რა გვინდა, რას ვეძებთ,ვინ ვართ და რა ერი,ასე რამ მოგვსპო და რამ დაგვაჩიავა?!არ ვღივართ მარაბდის,დიდგორის ნიავად,ასე რამ მოგვსპო და რამ დაგვაჩიავა.
უშველეთ საქართველოს,ვინც დარჩით მხნე და სანდო,მშიერო მუშაკებო,მებრძოლნო ქრისტესანო,მხდალო ვაჭრებო დაამაყო მწიგნობარნო!უშველეთ საქართველოს,უშველეთ საქართველოს!რუსთველის წიგნს მოგართმევთ,ილიას წიგნს მოგართმევთზარბაზნებად და ქვემეხებად,სამშობლო -ღვთისმშობლის წილხვდომილი,როგორ გეთმობათ და გემეტებათ!
უშველეთ საქართველოს,ვინც ჯვარის გამოსახვითხვდებით აალებულ განთიადს,სანამ გაყიდულა,სანამ მთაწმინდაზექვეყნის ჩირაღდნები ანთია,
უშველეთ საქართველოს,უშველეთ საქართველოს!
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი