↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედას

აბაშიძე სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი848 ნახვა

—
ის დღე დასცილდასამოთხის ნაპირს,დამძიმებული ცრემლების მარშით,დღე-უმიზეზოდა ატეხილი,თავნება, როგორც თავნება ბავშვი.შორს ჩანდა ბალბა,გზა და ბილიკი,მე გაოცების მაჩნდა ტვიფარი,ვაი მას, ვისაც ჩემებრ უყვარხარ,მაგრამ სიკვდილთან ვერ აგეფარა,ბედისწერაა მისთვის წუხილი,როცა მკერდს წყდება ძარღვი მთავარი,გამაჩინე და უკვე მაშინვე,გულზე ამომჭრეს შენი სამარე.მომათრევს ჩემი ცოდვის გორგალი,და გამკითხავი, როგორც მეწყერი,მეხსნება ზურგზე სიცოცხლის ტვირთი,ვმსუბუქდები და ისე გეწევი.რომ ვნახო შენი ბედის მარხილი,მარტის ღამესთან ხელაპყრობილი,მე სიზმარიდან სიზმარში მიმაქვსნაღვლიან სახის ნაზი პროფილი.

აბაშიძე სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი