პოეზია · ლირიკა
* * * შენ ხარ მამული
შენ ხარ მამულიდა სამრეკლოდანშენი ზარები რეკს გამეტებით.რა იცის მტერმა, _ვერ გაითლებაკუბო, რომელშიც შენ ჩაეტევი,გროში ფასია ახლა ნუგეში,ახლაც მირკანი აპრილს მოდენის,ისევ გაგწირეს და კვლავ უხეშიხელით დაგკიდეს სისხლის ორდენი,ზღვას წალეკს,რაც შენ შხამი დასცალე,პატიოსან მკვდრით და ცოცხალ ცხედრით,არ მოგატყუონ, შენ გენაცვალე,არ დაგლევია ღამის მხედარი,გმადლობთ, რომ ზავთობსამაყი გენი,ნერგი მთელი და ფესვი კეთილი,არ წაიქცევა სიფხიზლე შენი...და გუშინდელი დღის გაკვეთილი.ვერ დავითვალე შენი მევალე,დანა ყუამდე არის დასული,სანამ სიმართლე არის მხევალიდა მოთმინება ძელზე გასული.მტრების ჯინაზე (გაუსკდეთ გული),იწვის თბილისი ვარდის ხანძარით,შეგინებულიც და შერისხულიცისე ნაღდი ხარ, ისე მართალი.შენ ხარ მამულიდა სამრეკლოდანშენი ზარები რეკს გამეტებით.რა იცის მტერმა, _ვერ გაითლებაკუბო, რომელშიც შენ ჩაეტევი.