პოეზია · ლირიკა
დიდედას
ფეშტემალში* გამოკოჭილფიქრებსა და სიბრძნეს მაფრქვევ,მჭადზე დასმულ ჯვარს ფიცულობ,რწმენით თვალებს შემომანთებ.
ბეწვის ხიდზე გატარებულრწმენაზე და რჯულზე მეტყვი,სულში ქართულს ინახავდი,მაშ რა გექნა ამის მეტი?!
გამოაცხვე გულში რწმენა,კეცში მჭადი ჯვარდასმული,ცეცხლს და მახვილს გამოსტაცერწმენა ,ენა და მამული.
შენ მასწავლე სიყვარულიმოძმისა და გამჩენ ღმერთის,შენ მიჩვენე , ჩემო დედი,გადარჩენის ის გზა ერთი.
ხმამაღლა რომ ვერ მღეროდი ,დედის სამღერ იმ ტკბილ ნანას,და მალულად,ნენი ,გულშიღიღინებდი იავნანას.
ქართულ ჯიშის საპატრონოდ,ქართულ ოჯახს ბურჯად ედექ.ქართულ ენის გადარჩენას,ემსახურე რწმენით ჰელბეთ.*
შენ ,აჭარის სამას ზამთარს,ფარად ედექ ქართულ სულით,გადარჩენილ იმ ქართულითდღეს მადლობას გეტყვი გულით.
*“ფეშტემალი’’–წინსაფარი, *“ჰელბეთ’’ –უთუოდ.