↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იგავი – ჭადარი და კაკალი

კონსტანტინე გამსახურდია 1893–1975

2003-10-121 წთ საკითხავი6041 ნახვა

—
ჭადარი და კაკალი წაეკიდნენ."შენ რა კაცი ხარ, ყოველ შემოდგომას ხალხი დაგესევა ხელკეტებითა და თავპირს დაგამტვრევენ. მე კი ვდგავარ ცადატყორცნილი და ამაყად გადავცქერი ჩემს ქვემოდ მოფუსფუსე ადამიანებს" , - ეუბნება ჭადარი თავის მეზობელს.კაკალმა მწარედ გაიღიმა:"ჰერი ჰა, ნუთუ არ იცი შლეგო, ხელკეტებს მხოლოდ იმას რომ ესვრიან, ვისგანაც ნაყოფს გამოელიან, ამიტომაც ჯერ გიჟის გარდა არავინ მინახავს, ხელკეტს რომ გესროდეს უნაყოფოს, ბერწს".
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი