↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოში

რურუა ოთარ

2006-10-121 წთ საკითხავი1288 ნახვა

—
საქართველოში თუ დაიბადენუ მიეცემი ძილსა საღათას,ურჩობისა და ღალატისათვისთავს წაგაცლიან, როგორც პაატას.საქართველოში თუ დაიბადედაგკორტნის ყვავი, ფრთებს როცა გაშლის...სალ კლდიდან მეფის გაცემისათვისგადაგაგდებენ ვით ყორღანაშვილს.თუკი გადასწყვეტ ტაძრის აგებას,უნდა ააგო ტაძარი მტკიცე;კარგს ააგებ და ემაგ მარჯვენასისე მოგჭრიან, ვით არსაკიძეს.გაიხარებენ შადიმანები,თუ გიხილავენ ქართველს დარდიანს...პაპანაქება სიცხეში ტანზეთაფლს წაგისვამენ, როგორც დადიანს!..ამიტომ უნდა მტკიცედ იდგე დასულიერადაც არ უნდ დაეცე,კოსტავასნაირ ადამიანებსდღეს ქართველობა სანთლით დაეძებს.ვიყავით, ვართ და კიდეც ვიქნებით,მრავალჭირვარამგადახდილები...თავისუფლების სადარაჯოზედგანან ახალი ავთანდილები!!!
რურუა ოთარ

რურუა ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი