↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სუსტი ზარები

გელოვანი მირზა

2018-10-121 წთ საკითხავი7915 ნახვა

—
მე მომესმა, მხოლოდ მე და მხოლოდ მე,თქვენი ზარის სუსტი ახმაურება,ჩემს თვალებთან აელვარდა იგი მზე,მცნეს ჰანგებმა არა აქაურებმა,მაგრამ ხმები თითქოს იკარგებიან.ახლოსა ვარ და იმიტომ გავიგეთქვენი ლოცვა შუაღამის მთეველი,მარტოდ ვრჩები და მეც უნდა წავიდე,მომეწყინა მუნჯი სასუფეველი,სადაც მხოლოდ მდუმარე კედლებია.არ ვიდარდებ, წყლები თუ წალეკავენთქვენს საყდრებს, მე ამ წუთში რომ ვიგონებ,ეგ ზარები ისე სუსტად რეკავენ,რომ ვერავინ კარგად ვერ გაიგონებსდა მლოცველნიც შემოიფანტებიან.
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი