↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სახეში გვათოვს

გელოვანი მირზა

2026-07-181 წთ საკითხავი7913 ნახვა

—
სახეში გვათოვს, მტერი არა ჩანს,სიკვდილის ნატვრა გამიხდა დარდად,ვდგევარ სხივებით, სველი ფარაჯაარაფერს მაძლევს, სიცივის გარდა.რა სასტიკია, რა სატირალისხვის ქვეყანაში თოვლი პირველი.... მე ვხედავ თოვლზე დაყრილ ნაფოტებს.მეზობლის ბიჭი ამზადებს მარხილს.ბაღში ჩემი ძმა დაბერტყავს ტოტებს,თოვლის სიმძიმით მიწაზე დაყრილს.გუზგუზებს, ოხრავს ჩვენი ბუხარი,ფანჯრის მახლობლად ჭყივის ბეღურა,ჩემს დაკარგვაზე დედა მწუხარებს,ცხოვრება მაინც ფეთქავს ძველებურად.და მამაჩემი, კარგი, კეთილი,შრომობს, ჩუმი და გულდაკეტილი.მინდა იქ ვიყო: გაყინულს, დაღლილსმათრობდეს ბუხრის მახლობლად წოლა,მესმოდეს ყეფა მეზობლის ძაღლისდა უნებურად მივლიდეს ჟრჟოლა.ან ვიყო ბავშვი, ტკბილი ფიქრებითბეღურებსავით ვაგებდე ბინას,ან ვუცქეროდე: თოვლის ფიფქებიროგორ ადნება ფანჯარის მინას.მაგრამ ომია, დღენი წავლიან,მე კი ვერ ვიგრძნობ მშობლიურ სითბოს,იქ, ჩვენს ეზოში, ძაღლი ჯავრიაჯავრობს, ყმუის და ეს მე ვარ თითქოს.
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი