პოეზია · ლირიკა
მარტი
მარტი ჯერაც ახალშობილი იყო, მე რომ დავიბადე. ორივენივტიროდით.მე თბილ ნაჭერში გამახვიეს და მალევე გავჩუმდი, მანკი სულ გაწუწა ცრემლებით ძლივს ამოსული ბალახი. მინდოდადამეცინა ჯუჯღუნა და ჭირვეული მარტისთვის, მაგრამ ჯერ ვერვლაპარაკობდი.მერე კიდევ ბევრჯერ იყო გაზაფხული და ჩემი ცხოვრებისჯამში წვეთ-წვეთად გროვდებოდა წლები. მარტი კი სულ თავიდანიბადებოდა.გაზაფხულის პირველ დღეს ყოველთვის მისი ჩხავილიმაღვიძებდა. მივეჩვიე ამას და აღარც მიკვირდა.მარტს მხოლოდ ცა და დედამიწა იხუტებდა გულში (ზოგჯერვარსკვლავებიც), მე კი დედა მყავდა და ვგრძნობდი როგორ შურდა მასჩემი. ალბათ, ამიტომაც ტიროდა ასე ხშირად. ბევრჯერ შემცოდებია.მიტირია კიდეც მის გამო, მაგრამ ზოგჯერ ბავშვური სიანცე მძლევდადა ენას ვუყოფდი ფანჯრიდან ცრემლიანს, ვემანჭებოდი დადავცინოდი:- მარტიიი მტირალაა! მარტიიი ჯუჯღუნაა!ეხლა უკვე დიდი გოგო ვარ და მარტს აღარ დავცინი. ენასაცარ ვუყოფ. ეგ კი არა, ხელშიც კი ამყავს ზოგჯერ ატირებული დავაწყნარებ. გუშინ “იავნანაც” კი ვუმღერე და გაინაბა.ის ჩემთვის თანდათან უფრო ახლობელი ხდება, დედობრივინსტიქტებსაც კი მიღვიძებს. (ალბათ, იმ ასაკში ვარ, დედა რომუნდა მერქვას) მინდა სულ ვეფერო, ზღაპრები წავუკითხო,თბილნაჭრებში ლამაზად გავახვიო, აკვანი დავურწიო, სიცხიანს კომპოტიდავალევინო, ძმრიანი წინდები ჩავაცვა...გაზაფხულზე ჩემს ეზოში ყოველთვის ტირის მარტი და სცივათნარცისებს. მინდა, მარტს სიკეთე ვასწავლო, რომ აღარასდროსატიროს ნარცისები.მინდა დედა ვიყო!-ღმერთო, მომაშვილე მარტი!