↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანგელოზის ღიმილი

ყორშია ლანა (მე-კალ-მე)

2006-01-131 წთ საკითხავი592 ნახვა

—
სულ მაინტერესებდა, ვინ დამანათლა ეს ანგელოზის ღიმილი. მეხომ არასდროს მყოლია ნათლია.ერთი რამ ზუსტად ვიცი: ამ ღიმილის დამსახურებაა სწორედ,რომ უმანკო ვგონივარ ყველას, მიუხედავად იმისა, რომ ღამ-ღამობითდაჩითულ ბალახზე გაშოლტილ ჩემს სხეულზე უთვალავი ნაკაწრიდაუტოვებია ვნებამორეულ მთვარეს ლურჯი ფრჩხილებით(და არა მხოლოდ მთვარეს…).არაერთხელ აზიდულა ჩემი და ჭრიჭინების შერწყმული კვნესაღრუბლებამდე…(ცხადია, არა მარტო ჭრიჭინების)უმანკო ვგონივართ მიუხედავად იმის, რომ მზე,მრავალჯერდაუფლებია ჩემს სხეულს. შემოსულა ჩემში, მომფერებია ყველაზეგარყვნილი ალერსით და დავუკოცნივარ ყველაზე ბილწი ამბორით(და არა მხოლოდ მზეს)...შემოსულა ჩემში და აუვსია ჩემი საშვილოსნო პატარა მზეებით.მე კი, გაზაფხულის ნამიან ღამეს, აკვირტებულ ხედ ქცეულს,არასასურველი შვილებივით მომიშორებია კვირტებად ქცეულიპატარა მზეები…(და არა მხოლოდ მზეები)...და ეხლა, როცა ქრისტეს ასაკს მიღწეულ “მე”-ს მუქი ღვინითსავსე ფიალით მლოცავს ჩემი ჭარმაგი მეზობელი და ჩემითაღფრთოვანებული ამბობს საკუთარ მხოლოდშობილზე შენნაირისაამაყო გაზრდილიყოსო, მე სიმწრით მეცინება ზრუნველი მამისმიერ საყვარელი ასულის უნებურ დაწყევლაზე.და როცა მე მგონია, რომ სიმწრით ვიცინი, ვიცი, სხვები ისევანგელოზის მიამიტ ღიმილს ხედავენ ჩემს ნიღაბმორგებულ სახეზე.

ყორშია ლანა (მე-კალ-მე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი