პოეზია · ლირიკა
გველის სუნთქვა ქუთუთოებქვეშ
მე თეთრი კაბა მაცვია, სიფრიფანა, ნაზი... თეთრი ფეხსაცმელიოდნავ მიჭერს ფეხზე, რადგან ახალია, თან მაღალი ქუსლები აქვს,მაგრამ არ მაწუხებს - არ დავდივარ მაინც...მარჯვენა ხელის არათითზე საქორწინო რგოლი მიკეთია, თუმცადაქორწინებული არ ვარ... მარცხენაზეც ვგრძნობ რაღაც მეტალს,მაგრამ ვერ ვხედავ, რადგან მარჯვენა ფარავს...ჩემს არაბუნებრივად თეთრ კანს საოცრად უხდება ეს საქორწინორგოლიც, თეთრი კაბაც და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც, რომელიცოდნავ მიჭერს... სისხლისფერი პომადაც როგორ მიხდება... ეს პატარამარგალიტის საყურეც...მინდა დამხატონ ასეთი ლამაზი, მაგრამ აქ მხატვრები არ არიან...ერთი გველი მსტუმრობს მხოლოდ ხანდახან. კაბისმოკრძალლებულ დეკოლტეზე გაწვება და თვალებში მიყურებს...-ეს თვალები ჩემიაო - სისინებს მეათასედ და ქუთუთოების ქვეშლურჯ სივრცეში ვგრძნობ მის სუნთქვას...მე კუბოში ვცხოვრობ და ჩემს გარშემო დედამიწა კი არა, უბრალოდმიწაა...