↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე მქვია

ყორშია ლანა (მე-კალ-მე)

2006-01-132 წთ საკითხავი594 ნახვა

—
- „გადარჩება აუცილებლად,- უკურნებელი სენი არ არსებობს“- ვუჩურჩულე საავადმყოფოს პატარა სამლოცველოში დედისგადარჩენაზე მლოცველ გოგონას და ვიგრძენი, ტყუილმა როგორამიწვა ლოყები.- აუცილებლად ჩააბარებ ამ გამოცდასაც. მერე რა, თუორმოცდაათიდან მხოლოდ ოთხი ბილეთის სწავლა მოასწარიუსაქმურობისგან მორჩენილ დროში? ერთ-ერთი აუცილებლადშეგხვდება იმ ოთხიდან...- შეგიძლია თამამად მოშორდე სარკეს და წახვიდე მასთანშესახვედრად, აუცილებლად მოეწონები (ან რა გაქვს დასაწუნი?სხვისი სურათებით ის გაგეცნო, შენ ხომ არა?)- წადი, ნუ ყოყმანობ... მერე რა, თუ მგზავრობის საფასურისგადაუხდელობის გამო, მძღოლი გეჩხუბება? სამაგიეროდ, შეიძლებაქუჩაში იპოვო შვილისთვის წამლის საყიდი ფული, ან ვინმემგაჩუქოს... ან... ან სულაც ნაცნობი ფარმაცევტი შეგხვდეს და ვალებისმიუხედავად, კიდევ ერთხელ მოგცეს წამლები ნისიად (ზოგჯერისეთი რაღაცეების თქმა მიწევს, რისიც თავადაც არ მჯერა)...- გაპატიებს ქმარი ღალატს და დაგიბრუნდება... მერე რა, რომქართველია?- ავიაკატასტროფა რომ განიცადა, იმ თვითმფრინავით არგამოფრინდებოდა შენი ძმა. ხომ იცი როგორი ბედი აქვს? აი, ნახავ,მალე დაგირეკავს...(-რატომ არ უნდა გამოფრენილიყო? - ჩურჩულებს ეჭვი,როგორც ყოველთვის და მთელ შრომას წყალში მიყრის. უუუფ, როგორვერ ვიტან, ნეტა, იცოდეს! მიყვარხარო მეუბნება და არ მშორდება...სიყვარულიც ამას ჰქვია, რაა!)- შეგიყვარებს...- გადარჩება...- შეხვდები...- გაჩუქებს...- გიყიდის...- შეგირთავს...- აპატიებს...- მოკლავს...- დაშორდება...- დაუჯერებს...და ასე დაუსრულებლად, სიმართლით, ტყუილებით,სიკეთით,ბოროტებით, ეჭვით, მის გარეშე... ვარსებობ მე და ვავსებ ყველას,ვახარებ, ვაცოცხლებ...ჩემზე ამბობენ ბოლოს კვდებაო, მე კი დედამიწასთან ერთადდავიბადე და დღესაც ცოცხალი ვარ...მე იმედი მქვია და თქვენს გულში ვცხოვრობ მაშინაც, როცა ვერმგრძნობთ...

ყორშია ლანა (მე-კალ-მე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი