პოეზია · ლირიკა
ბერმუხები
რიონისპირ ბერმუხებიბერიკაცებივით იდგნენ,მე მათ წინაპრებად ვთვლიდი,მგონი ამაყობდნენ კიდეც.ზოგი მეციხოვნე იყო,ზოგი გუთნისდედა ალბათ,მათ ჩრდილებში გაგვიშლიაჩვენი ღარიბული ტაბლა.მერე სამარგელში დაღლილთჩრდილშიც გვიძინია ხშირად,ჩვენი წინაპრების ზრუნვატანზე წაგვიხურავს ჩრდილად.
რიონისპირ ბერმუხებივინც ამოთხარა, მოკლედ,იმ რეგვენმა ხელმეორედჩვენი წინაპრები მოკლა...