↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბიჭები

ნიშნიანიძე შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი23719 ნახვა

—
კაცობრიობა რომ არ დაბერდესსიბრძნით, ძიებით ან დადინჯებით,ჩვენს სასახელოდ მამებთან ერთადიბადებიან თურმე ბიჭებიც.ბიჭები! ღმერთო, სულ მთლად ბავშვები!როგორც ლეგენდებს გადმოუციათ.ბავშვებო ცეცხლს ნუ ეთამაშებით,ნურც ისტორიას!.. რევოლუციას!..წადით, ბიჭებო, სახლებში წადით,წიგნი იკითხეთ ან ითამაშეთ…მაგრამ ბიჭები დროის წადილითისტორიისთვის წერენ განაჩენს.მე მაიც მგოსნურ სიბრალურს ვიჩენდა ჯადოსნური ხილვის წუთებითამ ლეგენდარულ, თავნება ბიჭებსგზაზე ჯიუტად გადავუდგები.აჯაგრულია პარიზი... სენა...კვამლი და ცეცხლი ფერავს ტარასებს.ვიღაც სკუპ_სკუპით და სტვენა_სტვენითგადარბის მოკლულ გრენადერებზეაჰა, ასკდება ჭურვი ბარიკატს,ბიჭი ჩქარობს და აღარ შეიცდის_მე გავროში ვარ!_ხელი ამიკრა_მე უნდა მოვკვდე საფრანგეთისთვის!
აგე, ნორჩ მხედარს, მგზავრობით დაღლილს,სპარსეთს რომ ელის გზა დამღუპველი,მამის და დედის ფიქრივით თალხიასდევნებია ნოსტეს ღრუბელი.ბიჭს ცალი ხელით ვწვდები ქამარშიცალი ხელითაც მხარზე შემოვწვდი:მე პაატა ვარ... ვერ გადამარჩენ,მე უნდა მოვკვდე საქართველოსთვის.
ვიღაცა ხოხვით თხრილს გადავიდაგაუწვა ბლინჟანდს ვით გემის კიჩოსთიანეთს ძეგლად გნახავთ კაპიტან,ჩვენო ამაყო, ჭაღარა ბიჭო!
არა, ისინი არა კვდებიან...არა კვდებიან... მათ მხოლოდ ჰკლავენ!და ქვეყნად რაც კი იმედებია_აუზიდია მათ ბავშურ მკლავებს.ათასი დაფნა, წიგნი, მოლბერტი,ვინც სინდისს თავი არ აარიდა!
_კაცობრიობა რომ არ დაბერდეს,ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი