პოეზია · ლირიკა
გალაკტიონს
გალაკტიონსიქნებ იმ წუთასმოგეჩვენა ზურგს უკან ფრთებიდა ცად გაჰყევი ანგელოსებს შენივე ნებით?
თუ მიმზიდველი ეგ ცხოვრება ლეგენდად იქცა,მიზიდულობა წესია და კანონი ბრძნულიდა რაკი სრულად ეკუთვნოდა ცასა და მიწას,მიწამ სხეული მიიხიდა და ზეცამ სული.
მაგ მძლავრი ფრთებით მოიხვეტე ჟამი და სივრცე,გადარჩენილხარ დავიწყების სუნთქვას სუსხიანს,ხოლო სიკვდილით ეზიარე იმხელა სიბრძნეს,რომელიც დღემდე ვერცერთ მოკვდავს ვერ აუხსნია