პოეზია · ლირიკა
ბაბუაწვერა ცირკის მავთულზე
ჩაუყლაპიათ საყვირებს ენა,ვჩნდები ვით ჭრელი სამიზნე ტირში,ძირს რჩება ჩემი ნიღაბი – რწმენა,მავთულზე გადის მარტოდენ შიში...
მავთულზე გადის ბაბუაწვერა,ვით მელოდია თოვლივით წყნარი,არ შეკრთე, ეცებ არ ამოაგდომაგ წყნარ თვალებში ჩამდგარი ქარი.
ძალზე წვრილია იმედის ძაფი,მაგრამ ნუ ღელავ, ნუ ღელავ მხოლოდ,დიდი სიცოცხლეც მალი და სწრაფიმავთულზე სვლაა ბოლოს და ბოლოს.
ჩვენ კიდევ ვიფრენთ, ჩვენ კიდევ გავძლებთ,თუმც ისევ გვბორკავს იჭვები სურო,უკვდავებისკენ გაჭიმულ ძაფზემეც შენთან ერთად ვფარფატებ, სულო.