↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯორდანო ბრუნო

ჩანტლაძე შოთა

2021-04-132 წთ საკითხავი8595 ნახვა

—
არა მაქვს ფიქრად (მინდა გამხელა),ვინმე ქართველი ჩემი გვარტომის,მინდა სხვა პოეტს დარჩეს სამღერლად,სათქმელი ჩემგან გამონატოვი.
დღეს ამამღერა და ვეღარ გეტყვით,ეს ადრე არის თუ არის გვიან,თუმცა ვიგრძენი, რომ ერთი სიტყვით,ამას ნამდვილი სიმღერა ქვიან.
ვინმე სიხარულს თუ მარგუნებს დათუ სურს ხალისი რომ დამიბრუნოს,კაცი მსოფლიოს რომ აბრუნებდა,მიხსენოს იგი: - ჯორდანო ბრუნო.
ცას რომ მიაპყრო ცისფერი თვალიდა ერთი აზრი აეკვიატა,მისი ხორციდან ამდგარი კვამლიეხლა მგონია მარსზეც მიატანს.
ვინაც სახელი ცად აიყვანათვით სახსოვარი გულმავიწყისაც,სიკვდილით შესძრა მთელი ქვეყანადა ყველამ იგრძნო ბრუნვა მიწისა.
ვხედაც, ფეხებთან ცეცხლი დალალობსეხ! ცეცხლის გამჩენს ცეცხლი ბურავდა,სურს მიწის ბრუნვ სხვებსაც ანახოს,გახედა... ირგვლივ კვამლი ბრუნავდა.
იქნებ მსგავსება მართლაც შორიადა უარს იტყვის გადახვევნაზე,ცეცხლს უკიდებენ ასე მგონია,„ვეფხისტყაოსნის“ პირველ ხელნაწერს.
ვგრძნობ, სიბრალულმა გრძნობად გამხადა,გულში რამდენი ეჭვი მდებია,„შემებრალება“ ხროვა გლახაკთაამ გოლიათს რომ შეჭიდებია.
სიბრმავეს ახლავს რომ უბედობადა გაადინეს მიწას ზღართანი,სიცოცხლეს თხოვეს ცოდვის შენდობა,ცოდვის ჩამდენთა სიცოცხლისთანვე.
ბევრი ეხვეწეთ და ემუდარეთდა ჩაგიაროთ ხვეწნამ ამაოდ,ბევრჯერ ცრემლებიც დაღვარეთ მწარედ,მაგრამ ამაოდ, „წმინდა“ მამაო.
ვერ დააკავა იგი ვერავინ,სად გაგონილა გულთან ლაგამი,იგი აფეთქდა, როგორც „მერანი“ან რომელიმე ვულკანთაგანი.
სული მზირალი დარჩათ ცისაკენდა მეც სათქმელი ერთი მაქვს მხოლოდ,რომ არ მომკვდარან სიკვდილისაგან,მათ თვით სიცოცხლემ მოუღო ბოლო.
ღმერთი რომ მწამდეს, გულის თაფლიდანასხლტება სიტყვა შხამით უელსი,რომ მისი სული ცაში აფრინდადა სულთა შორის არს უსულესი.
დღეს მინდა გრძნობას დარდი მოვფლითო.რომ სატიალე იქცეს ტიალად,გორელმა კაცმა მთელი მსოფლიოერთი აზრისკენ შეატრიალა.
1948
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი