პოეზია · ლირიკა
* * * მაღალი შუბლი
მაღალი შუბლი, უცხო თვალები,უცხო თვალები - გაჭრილი ცერად,სად ოკეანის იყო წვალებადა თვალებიდან მწუხარე მზერა.
მაღალი ყელი, თეთრი საყელო,და ჭლექიანის სათნო იერი...მისუსტებული ხმით ჩაახველადა იგრძნობოდა ზღვა სიძლიერე.
დინჯი ნაბიჯით ქუჩა გალია,გამზირთან შედგა უძლურ ხველებით...თქვა: რა სივრცეა, რა სიგანეა!და საკუთარი იგრძნო ხელები.
1952