პოეზია · ლირიკა
* * * ო! ის ღამენი
ო! ის ღამენი, როგორ ბნელოდენ,ჩვენ რომ ღამენი გვიტარებია,ო! ის ტყუპები როგორ მღეროდნენგიტარებითა.
რა საამური იყვნენ ჰანგები,რა საამური იყვნენ წიგნებიდა მაშნ იყო ჩვენთვის განგებადა არ ვიცოდით რაა წამება.
ო! ეს სიზმარი როგორ გაფრინდა,რომ მოგონებაც ძალგვიძს აღარა,როგორ დნებოდა გული თაფლითა,ეხლა ნაღველმა როგორ დაღარა,როგორ შევცქერდით მწვერვალს დაბლიდან,ერთ დროს ასვლამ რომ ვერ დაგვღალა.
1953