პოეზია · ლირიკა
* * * ვწერ
ვწერ, იფერება ქაღალდი შავად,სხეულში ვეძებ საკუთარ გრძნობას,ეს შემოდგომაც ქარივით გავადა არვინ ქვეყნად არ მეტყვის ძმობას.
მოვა სხვაგვარი გამოთენება,მოვლენ სხვაგვარი შეღამებანი.ბედს ასე სურდა, ასე ინება,აღსრულდებიან მისნი ნებანი.
მე დავალ ეხლა, როგორც ღამურადა ფიქრი რხევას იწყებს ბინდისას.გადმომიარა ღამით არმურმა,ცად წარიტანა ჩემი სინდისი.გამომაღვიძა დილის ხმაურმადა მოვიდრიკე მშვილდი შნდისა.
1955