↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * წვიმაში იდგა თეთრი საყდარი

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8594 ნახვა

—
წვიმაში იდგა თეთრი საყდარი,ეხეთქებოდნენ ქარიშხალები.იდგა საყდარი, ვით ნატახტარი,იყო სიკვდილი და მრისხანება.
ზარები რეკდნენ განუწყვეტელნი,ნისლები იდგნენ შეუცნობელნი,თითქოს სიკვდილის მაუწყებელნი,დუმდენ ღმერთები საწყალობელნი.
მე მივდიოდი ქარში, ქვიშაში,თავაწყვეტილნი რეკდენ ზარები,ასეთ ავდარში და სიცივეში,მივალ და ზეცას შევეფერები.
ნუ დამიფარავთ, ზეცის ძალებო,დე, წვიმაც წვიმდეს განუწყვეტელი...დაე, დამბღავლეთ, ქარიშხლებო,თეთრი საყდარის მე ვარ კედელი.
1956
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი