↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ოთახში სიჩუმე

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8590 ნახვა

—
ოთახში სიჩუმე - თოვლისგან მოგვრილი,დივანზე ისვენებს ნაზი ბალიშები,ოთახში სითბო და ფანჯრებზე სიგრილე,ფანჯრებში ფიფქები უანგარიშონი.მაგიდა თითქოს რაღაცას გავალებს,მელანი, კალამი, სურნელი „პრიმისა“,როდესაც ოთახში პლიტაა ვარვარა, -ფიქრში გაიელვებს დამფრთხალი პრიმუსი.კედელზე რიდით აკრულა შპალერი,ისეთი რიდით, რომ უყურებ - ვერ ამჩნევ,და თუკი როგორმე შეამჩნევს თვალები,და მერე თვალებს ვეღარც კი შეამჩნევ.წიგნები მაგიდაზე - შენგან წაკითხული -არ აღძრავს სურვილებს, ისევ წაიკითხო.თოვლი ოთახიდან ვეღარ გაგიტყუებს,ბევრიც რომ ითოვოს, ოფლშიც გაიხვითქოს.და პლაშცი კიდია დასაკიდებელზე,ირხევა, წრიალებს, მწარედ იტანჯება,გარეთ გასასვლელად რაღაც მიზეზს ეძებს,ასეთ კარგ ავდარში სახლში ვერ დარჩება.შენ კი გეღიმება, მწარედ გეღიმება,არ ფინდა პლაშჩის სხეულზე მიტმასნა,მერე შეუმჩნევლად მოდის შეღამებადა სიყვარულით მიიწევ პლიტასთან.
1957
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი