↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ლექსის მოლოდინში

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8591 ნახვა

—
ლექსის მოლოდინში მორჩა სიგარეტი,ლექსი კი არ მოდის რატომღაცდა თუ სიგარეტით დარდებს ვიქარვებდი,ეხლა სიგარეტმაც დამტოვა.
ეხლა იქნება საათის ოცდახუთი,ეხლა დრო არ არის სავაჭრო,მინდა ქუჩაში მაინც გავძლაყუნდედა ვინმეს თვალები დავარჭო:
- ერთი სიგარეტი მიბოძეთ, ბატონო.- ინებეთ მთელი დღის მარაგი.- ბატონო, გმადლობთ.- არა ღირს.
და მერე ვბრუნდები სახლში, რომ დავწერო,იგი, რაც ადრე ვერ დავწერე,ვცდილობ, ქაღალდზე ლექსი გავავრცელოდა სიგარეტის ბოლს ვავრცელებ.
1957
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი