↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სოფლური ტრაღედია

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8593 ნახვა

—
სოფელში მამალი ყიოდა უდროო დროსმამალი ბოროტი იყო მეტად.მამალი ყივილით არღვევდა მყუდროებასდა თავს აწონებდა დედალს.
მამალის პატრონი მამალმა გააბრაზადა დაკლა მამალი პატრონმადა გლეხის ქოხი და გლეხების დარბაზი,სიხარულისაგან ათრთოლდა.
მამალი გლეხის ქალმა დამდუღრა, გაპუტა,მამალი გლეხის ქალმა აქნა და გალანცა...და გლეხის ბუხარი შუადღისას აფუტდადა ქარმა ფუტი ზეცაში განავრცო.
ოჯახის წევრები ჩამოსხდენ ჯორკოებზედა ლობიოსფერი დაიდგეს სუფრა;თთები ამოქმედდნენ, ვითარცა კოვზებიდა სუფრა სუფევდა უბრად.
საწყალი მამლისგან ძვლებიც არ დატოვესდა სუფრა დატოვეს ბოლოს...ოჯახის უფროსმა ჩიბუხი დატენა,ჩიბუხი დატოვა ბოლმა.
და გაქრა მამალი - მყივანი უდროო დროს,მამალი ბოროტი მეტად.სოფელში მშვიდად ეძინა მყუდროებასდა აღარ ეძინა დედალს.
1961
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი