პოეზია · ლირიკა
ტეტიას მოთქმა
რაფიელ ერისთავი 1824–1901
ნეტა რა წყალში ჩავვარდე,რით გამოვკვებო ცოლ-შვილი?ი დასაქცევმა სეტყვამაკარს მომაყენა შიმშილი!..რას ვიფიქრებდი ბეჩავი? —ცა კამკამებდა ლურჯადა,სამი დღის ყანა, სამკალი,ზედ კარზე მედგა ბურჯადა.უცებ გამოჩნდა პაწაწა,მუშტის ოდენა ღრუბელიმერე გადიდდა, იგრგვინადა წამოვიდა სულ ბნელი...დასავლეთიდან დაჰბერა,წამოგვაყარა კოხია,ბალღები დამიწიოკა,მოაძებნინა ქოხია,ისროდა მუშტის ოდენსადა გრიალებდა წყეული,მირეგ-მორეგვა ხე-ხილი,გაწყალდა ანაზდეული!..ყანა წამიხდა, რა ყანა,ავ თვალს არ ენახვებოდა,თავ-თავს ქვეშ იზნიქებოდა,სიმძიმისაგან წვებოდა!..ნეტა რა წყალში ჩავვარდე,რით გამოვკვებო ცოლ-შვილი? —ი დასაქცევმა სეტყვამაკარს მომაყენა შიმშილი!..
1883 წ.