პოეზია · ლირიკა
ჰგოდებდეთ
ჰოი, ჰგოდებდეთ, — ბაბილონისასდაჰქვითინებენ მდინარისპირებს,ვისი ტაძრებიც გაუდაბურდა,ვისი სამშობლოც აწ — სიზმარია,შეგინებული და დამსხვრეულიიუდეველთა ქნარი იტირეთ,სადაც უფალი მათი მკვიდრობდა,უღმერთოები ბინად არიან!სად განიბანოს დღეს ისრაელმაფერხი თავისი დასისხლებული,როდის გახდება სიონის ჰანგიკვლავ ძველებური სიტკბოთი სავსე,და მელოდია იუდეასი,ასე საამო და დიდებული,თუ ანეტარებს ერთხელაც გულებს,ადრერომ თრთოდნენ მის ციურხმაზე?მოდგმავ მოხეტე, დაქანცულ სულთა!ფეხარეული და ნაჯაფარივით გაექცევი ამდენ განსაცდელს,სამშვიდობელის მიაღწევ კართან...გარეულ მტრედს აქვს თავისი ბუდე,მელიას — სორო თავშესაფარი,ერებს — მამული, ხოლო ისრაელსაღარაფერი საფლავის გარდა!