პოეზია · ლირიკა
*** "მოკლე და მკვეთრი მისი სახელი" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
მოკლე და მკვეთრი მისი სახელიმესმის. მუხლები მეკვეთებიან,ხოლო თვალები ღამენათევი,შეგვიბრალეო, მევედრებიან.
დავხეტიალობ.
ბილიკს დავეძებმოჭრილ მორებში, მინდვრებზე, ხნულზე,ნიავს კი ახლავს ის სურნელება,როგორც სჩვევია მას გაზაფხულზე.
აღარ მიდგება გული საგულეს,ფიქრით დავყვები შორეულ გზებზე:ის ცოცხალია, ის მხიარულობს,ის ბედავს, სულაც არ წუხდეს ჩემზე.