პოეზია · ლირიკა
*** "ჩვენ არ ვუთმობდით ერთმანეთს მისხალს" (მთარგმნელი ჯოხაძე გია)
ჩვენ არ ვუთმობდით ერთმანეთს მისხალს,გვავარვარებდა როდესაც რისხვა.
არ გვიკმევია არც ერთს ბედისთვის,მივაცილებდით დღეთა ქარავანს.წარმოიდგინე, ერთმანეთისთვისთვით დედამიწაც გვეპატარავა.
გულში მწუხარე ბინდი ინთხევადა ცეცხლოვანი გვეტმასვნის სენი...ნიშნს გვიგებს, თითქოს და გვეკითხება:“რად გაიმეტე მიჯნური შენი?”
ტალღები კვნესენ, ავი ქარებითვალიდან გვგლეჯენ ლიბრსა და ნიღაბს.ვხევდებით.
ვჩნდებით და ვიმალებით...და სულში მაინც ჩაგვცქერის ვიღაც.