პოეზია · ლირიკა
*** "ქარი ურჩობდა" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
გზა წვიმისგან ლაპლაპებდა,ქარი ურჩობდა,გაცილების ნება მთხოვავიღაც უცნობმა.
დავთანხმდი და დამავიწყდამისთვის შეხედვა,მერე დიდხანს მის ნაკვალევსსული ეძებდა.
ქუჩა ჩანდა ნისლში, როგორცგუნდრუკნაკმევი,მის ღიღინში კი ისმოდასტეპის ჰანგები.
ახლაც მახსოვს ძველ ჭიშკართანგზის დასასრული,სიმღერებით ამიშალადარდი ფარული.
ღვიძლ ძმასავით მომაწოდაჯვარი სპილენძის,შემარყია, შემირხიაგულში სიმები.
შეჩერებაც ვერ მოვასწარ,დავიგვიანე,სად ხარ, ჩემო თანამგზავრო,შემეხმიანე!