↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უძღები შვილის ლოცვა

ამაღლობელი რატი

2026-07-181 წთ საკითხავი7901 ნახვა

—
მონატრების მონატრება მომეძალა,მამავ, წმინდა სიყვარულის მომე ძალა.მიმოვფანტე, თუკი შენგნით მომეცა რა,უმეცრებით ყველგან ხელი მომეცარა.მამავ, წმინდა სიყვარულის მომე ძალა,რომ მეძავმა ანგელოზის სახით მდგარმაარ წაბილწოს ჩემი ფიქრის სამყოფელი,მომე ძალა სიცოცხლისთვის სამყოფელი.გზა შინისკენ ვერ ვიპოვე, დამეკარგა,გულზე სევდის ვრცელი ქსელი დამექარგა.მამავ ჩემო, ყოველთა უწინარესთა,იქნებ შემხვდე სინანულის მდინარესთან.
ამაღლობელი რატი

ამაღლობელი რატი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი