პოეზია · ლირიკა
სუბკონტროქტავა
WANDERERS NACHTLIED II
საუბარი გამიბაღამით ფორტეპიანომ,აწ ბგერები გამებადგამეორდებიანო.დო, რე, მი, ფა, ლა, მი, სოლ,დო-ძიეზ, ლა, სოლ და სი -მწევრად ვიქეც ლამისოტრისტან და იზოლდასი.დო, რე, მი, რე, მი, რე, მი,სი-ბემოლ, სი, მი, რე, ფა,მნათობ მარბი ირემიირიბ მიმოირევა.ფა, რე, სი, ფა, ლა, მი, სი -ფარი პარსაფალისიალით მახვილნალესითბზინავს შუაღამის მზით.კოსმოსიდან ჰანგებიროს მოზიდა განგებამ,გულისხმათა გამგებისსმენა არ ითანგება.არა მხოლოდ მუზისგან,ყოველ კაცს რომ უზის მხრად,აწ კოსმოსის პულსის ხმახამს გაისმის მუსიკად.სუნთქვა არის სწორედ რომდო, რე, მი, ფა,დო, რე, დო!