↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი - მიძღვნა

ამაღლობელი რატი

2026-07-181 წთ საკითხავი7908 ნახვა

—
მეფისტოს ჩრდილებს მიმოაბნევს შუქი ზარასტროს,ზესწრაფვას შენსას ვერ აღუდგეს ვერცა კალიფსო.ჯერ არ შობილა შენგან სიტყვა არსად, არასდროს,ბგერათა მღერად რომ არ გაააპოკალიფსო.სერობა ჩვენი მოლოდინი არის მაცხოვრის,სმენას გაფანტავს გარდასულთა სულთა გოდება.შვიდი ბუკის ხმა დაგიმშვიდებს ფიქრის საცხოვრისს,აღდგომა შესცვლის კუთვნილ გზათა აგოლგოთებას.მწუხრისას მდევრად აგვედევნა ხილვა ფარული -ბაღში იესოს ჩუმი ლოცვა გვიანობამდე.გფარავდეს ზღვებზე მოარული იეროფანტიდა გარიჟრაჟი პეტრეს ცრემლად ჩამოღვარული.გულის მზედ ქცევას მოკრძალებით მიუძღვნი სალამს,ისევ ოსანა რომ მოესმას იერუსალიმს.
ამაღლობელი რატი

ამაღლობელი რატი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი