↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი - გაქცევა

ამაღლობელი რატი

2026-07-181 წთ საკითხავი7902 ნახვა

—
ნაღველის ბინდში აღესრულა ძველი სპექტაკლი.წარბშეუხრელად იმზირება ამაყი სცენა.სცენაზე, როგორც მეფის გვამზე, ყვავილთა ცვენადა მუქ ფარდებში მოცურავე სული სპეტაკი.მორჩა დიდების ტრაგედია, გაჰქრა ყოველი.მოკვად რიჩარდი, თვით ფაუსტი და დონ ჟუანი.მე არ მინდოდა დიდებისთვის მეთქვა უარიდა აჰა, გავხდი მჭკნარ გვირგვინის ბოლო მპოველი.გვირგვინთან დავრჩი განძარცული სულის ამარა,ო, ეს არ არის, რაიც მწადდა, რასაც ველოდი.დრომ ყოველივე განურჩევლად დაასამარა,რაზეც იმედით მე "უსიერ ტყეში" ვმღეროდი.ასე დაფასდა გაუმაძღარ პოეტის ღვაწლი,მთელს ჩემ უბადლო პოეზიას "ერთ ცხენში გავცვლი".
ამაღლობელი რატი

ამაღლობელი რატი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი