პოეზია · ლირიკა
სეკვენცია
ანი ბანი და განი დამართლა არ ვიცი რა მინდა,ალბათ პატარა და მინდაღმერთო, დამინდე, ამინ, დაანი ბანი და განი და.მინდა ამოვძვრე კანიდან,სიცოცხლე მინდა თავიდან.სიკვდილი მინდა? - არ მინდა,არა როგორმე გავუძლებ,არა როგორმე ავიტან,მხრით გოლგოთაზე ავიტანდღეებს, რომელიც სვე-ბედმაგამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.ანი ბანი და განი დასევდის სივრცე და განი დაბედის ცამეტი განედივერ გავისეგრძეგანე დამისი უღრმესი ქანიდანვყვირივარ: ანი ბანი დაგანი და დანი ზანი დათანდათან თანი კანი დალანი და მანი მანი დამე ნანი-ნანი-ნა მინდა.ვეხფვის ტყავისა გაძრობაამ გატანჯული ტანიდანდა წასვლა იერუსალიმს,კანას ქორწილში სმა მინდა.მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:პანი და ჟანი რანი დაფანი და ღანი ყანი დაშანი ჩანი და ქანი დაეზო-კარიდან, ყანიდანმუნ ჩემი ბაღის ნაყოფისმიტანა ქანაანიდან.მე ცაზე ცანი ვცანი დაჯანი და ძანი წანი დამინდა გამოსვლა წამიდან,ვეებერთელა ცა მინდა.ვიწრო ბილიკის მაგიერათი ათასი გზა მინდა.გზა მინდა მნათობებიდან,შენსკენ მავალი გზა მინდა,მზის მუცელღების ხმა მინდა.სანი და ჭანი ხანი დავერძის შუბლიდან, ხარიდანისევ მნათობთა გზა მინდა,ყოველ მნათობში ანთებულსაიდუმლოში წვა მინდა..ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,მინდა გამოსვლა წამიდან,ვეებერთელა ცა მინდა.ანი ბანი და განი და,ღმერთო, ამ შუბლის ამინდიცხრა მზით ამინთე, ამინ, დაისევ ა-მინდა, ე-მინდა,თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,სანამ ცხოვრების ჰოემდემივალ ათასი ომიდან,ერთი ძლიერი უ-მინდა,სამოთხის ვაშლი უმი, დამერე შენს გვერდით თუ გინდა,ანი ბანი და განი და,ღმერთო, დამინდე და მინდა.